ელისეს სასახლეში ემანუელ მაკრონის ინაუგურაცია გაიმართა

საფრანგეთში მეორე საპრეზიდენტო ვადით ხელახლა არჩეული ემანუელ მაკრონის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.

თავის გამოსვლაში ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ ქვეყნის ეკოლოგიის და დამოუკიდებლობის საკითხი მისი მმართველობის მომდევნო ხუთი წლის ცენტრში იქნება.

საინაუგურაციო სიტყვაში მაკრონმა ასევე ისაუბრა უკრაინის ომზე და გამოვიდა მოწოდებით, რომ ყველაფერი გაკეთდეს ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა დემოკრატიის გამარჯვებასა და ევროპაში ახალი სამყაროს აშენებაში დახმარება.

პარიზის ელისეს სასახლეში გამართულ ცერემონიაზე საკონსტიტუციო საბჭოს ხელმძღვანელმა საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები პირველად გამოაცხადა. 

დაახლოებით 500 სტუმარს შორის იყვნენ ყოფილი პრეზიდენტები - სარკოზი და ოლანდი.

24 აპრილს, არჩევნების მეორე ტურში მაკრონმა ხმათა 58,55%-ით მარინ ლე პენი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები