შარლ მიშელი ოდესაში ჩავიდა

შარლ მიშელი ოდესაში ჩავიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოდესაში ჩავიდა.

როგორც შარლ მიშელი „ტვიტერზე" წერს, უკრაინა მარტო არ არის, ევროკავშირი მის გვერდით დგას.

„ევროპის დღის აღსანიშნავად ჩამოვედი ოდესაში, ქალაქში, სადაც პუშკინმა თქვა: „შენ შეგიძლია, ევროპა შეიგრძნო“ და ქალაქში, სადაც დღეს უკრაინელი ხალხი ცდილობს, მონუმენტები დაიცვას სარაკეტო თავდასხმებისგან და თავისუფლება რუსეთის აგრესიისგან. თქვენ მარტო არ ხართ. ევროკავშირი თქვენ გვერდით დგას“, – წერს შარლ მიშელი „ტვიტერზე“.

შარლ მიშელი უკრაინაში აპრილშიც ჩავიდა, მაშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი რუსებისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩაში იმყოფებოდა. ამჯერად შარლ მიშელი და უკრაინის პრეზიდენტი ვიდეო კონფერენციის რეჟიმში ესაუბრნენ ერთმანეთს. ზელენსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

„ვაფასებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მამაც გადაწყვეტილებას, რომ პირადად ჩასულიყო ოდესაში. მადლიერი ვარ ევროკავშირის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მუდმივი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები