ოდესაზე რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა - 16 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა

15 მარტს ოდესაში განხორციელებული მასიური თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 46 დაშავდა. 16 მარტი ქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა, - ამის შესახებ ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი სოციალურ ქსელში წერს.

აქამდე 8 დაღუპულის და 30-ზე მეტი დაშავებულის შესახებ იყო ცნობილი.

"რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობა, ექიმი და მაშველი. გარდა ამისა, მისი თქმით, დაშავდა კიდევ 46 ადამიანი, მათ შორის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის შვიდი თანამშრომელი.

დაზარალებულებს ყველა საჭირო დახმარება უტარდებათ. ყველა შესაბამისი სამსახური მტრის თავდასხმის შედეგების ლიკვიდაციაზე მუშაობს. სამართალდამცველები რუსების მორიგ დანაშაულს აღრიცხავენ. ხვალ ოდესასა და რეგიონში გლოვა გამოცხადდება", - წერს კიპერი.

15 მარტის შუადღისას, რუსეთის ჯარებმა მასიური ოდესაზე სარაკეტო შეტევა დაიწყეს.

ოკუპანტებმა აფეთქებების პირველი სერიის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებსა და ექიმებს დაარტყეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაშავდა 20 ადამიანი, მათგან ხუთი საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი აღმოჩნდა. ერთი მათგანი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები