ოდესაში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ჩვილის ცხედარი ამოიყვანეს

ოდესაში, სახლის ნანგრევების ქვეშ, რომელსაც მტრის დრონი დაეჯახა, ბავშვის ცხედარი იპოვეს. დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა.

"ქალის ცხედრის გვერდით კიდევ ერთი გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი იპოვეს. ბავშვი ერთი წლისაც არ არის", - წერს ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი.

მაშველები სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ.

2 მარტს ღამით, რუსებმა ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან ბავშვები.

3 მარტი ოდესაში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.

მსგავსი სიახლეები