ბექა ლილუაშვილი - იქნებ გქონდათ ვინმეს მოლოდინი, რომ საწვავის ფასი გაიაფდებოდა? ეს არ მომხდარა და საწვავის ფასი ისევ 4 ლარზეა

"პრემიერის გაუგონარი თუ გაუგებარი განცხადებების შემდეგ ან იმ ნუგეშის შემდეგ, რომ 100 ქვეყანას ვჯობნით საწვავის სიიაფით, იქნებ გქონდათ ვინმეს მოლოდინი, რომ საწვავის ფასი გაიაფდებოდა? ეს არ მომხდარა და საწვავის ფასი ისევ 4 ლარზეა“, - განაცხადა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.

მისი თქმით, ამ სამწუხარო მდგომარეობას მოწოდებები არ შველის.

"3 თვის წინ მოგმართეთ მოქალაქეებთან ერთად, რომ დაგვეწყო საკითხის სასწრაფო მოკვლევა, რაც ამ დროისთვის უკვე დასრულებული გვექნებოდა თავისი გარკვეული გამოსავლების მოძიებით სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ ცხადია, უარგუმენტოდ მივიღეთ უარი“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

დეპუტატმა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საზოგადოებრივ აზრს იკვლევდა საქართველოში.

"საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, სახელისუფლებო გუნდის მომხრეები ფიქრობენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო 12 თვეში მნიშვნელოვნად გაუარესდა. ეს იმიტომ, რომ კრიზისთან ერთად ფასების ზრდის მაჩვენებელი არის ორნიშნა. 2011 წლის შემდეგ სურსათზე ყველაზე მაღალი ინფლაციაა“, - განაცხადა დეპუტატმა.

ბექა ლილუაშვილის თქმით, ყველაზე მეტად ღატაკ მოსახლეობას აწვება ფასების ზრდის მაჩვენებელი. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ბიზნესის მდგომარეობაზე.

"სახელმწიფო მანქანა არის გაორმაგებული და მოწადინებული, მაქსიმალურად ამოიღოს  გადასახადები და დაარიცხოს გადამხდელებს. ეს რომ ჯანსაღად მიმდინარეობდეს, სავსებით სწორი პროცესია, მაგრამ შერჩევითად და პოლიტიკური ნიშნით რომ ხდება, ეგ თუ იცით?“- მიმართა სახელისუფლებლო გუნდის წარმომადგენლებს ბექა ლილუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები