26 მაისის აღსანიშნავად, ჭიათურაში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა

26 მაისის აღსანიშნავად, ჭიათურაში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა.

მუნიციპალიტეტში ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს რეგიონალური და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ჭიათურის მერიის ჩართულობით გაიმართა. 

თავდაპირველად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. მერთან ერთად ადგილზე საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები იმყოფებოდნენ. 

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა კონცერტი ადგილობრივი კოლექტივების მონაწილეობით, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ. მერმა დამოუკიდებლობიდ დღე მიულოცა ჭიათურის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს და ქვეყნის ისტორიაში ამ თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

ღონისძიებაზე კულტურის ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყო მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, ისტორიული გამოფენები, ქართული-ხალხური ტრადიციების კუთხეები, სპორტული აქტივობები, კონკურსებები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები. გამოიფინა სამხედრო ტექნიკა. 

მთელი დღის განმავლობაში ქალაქში გადაადგილდებოდნენ ანიმატორები ზღაპრის გმირები და კოსტიუმირებული მსახიობები. მოეწყო მოსასვენებელი სივრცეები (კაფე-ტენტით, ფლორისტების სივრცე და სხვა) ზუსტად 17 საათსა და 10 წუთზე, ანსამბლ "ჩანგისა" და ქალაქის სამუსიკო სკოლების მოსწავლეების მიერ, შესრულდა საქართველოს ჰიმნი. ღონისძიება დაასრულა ანსამბლ „ფორტესა“ „ფრანის" კონცერტმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები