ევროპის პირველ ჩემპიონ ქართველ ქალს თავისუფალ ჭიდაობაში მირანდა კაპანაძეს, მშობლიურ ჭიათურაში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

ევროპის პირველ ჩემპიონ ქართველ ქალს თავისუფალ ჭიდაობაში მირანდა კაპანაძეს, გულშემატკივრებმა მშობლიურ ჭიათურაში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

მას სპორტსმენები, მწვრთნელები, თანაგუნდელები, საზოგადოების წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს.

მირანდა კაპანაძემ სერბეთში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივე მოიგო და ჩემპიონის ტიტული და ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ აქამდე არც ერთ ასაკობრივ, მათ შორის საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს, ქალთა ჭიდაობაში, ამ რანგის შეჯიბრებაზე, ჩემპიონი არ ჰყოლია.

ჭიათურის მერმა  გივი მოდებაძემ ევროპის ჩემპიონს გამარჯვება მიულოცა, სიმბოლური საჩუქარი, ასევე ფულადი ჯილდო გადასცა და შემდგომი წარმატებები უსურვა. ასევე ხაზი გაუსვა ჭიათურაში წარმატებული მოჭიდავე გოგონების მწვრთნელების - ოთარ ჯაოშვილის და თამუნა სამხარაძის ღვაწლს.

აღსანიშნავია, რომ  მირანდა და მისი თანაგუნდელები  სოფელ ნიგოზეთში ეზიარნენ სპორტის ამ სახეობას.  2022 წელს, ჭიათურის მერის გივი მოდებაძის ძალისხმევით მათ საჭიდაო დარბაზი გამოეყოთ, რომელსაც რემონტი ჩაუტარდა.

მერმა ასევე ისაუბრა კიდევ უფრო სრულყოფილი ვარჯიშისთვის შესაბამისი პირობების შექმნისთვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებაც.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები