სერგი კაპანაძე - ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ არც ერთი მოთხოვნა არ შეასრულოს

ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ არც ერთი მოთხოვნა არ შეასრულოს, - ამის შესახებ “რეფორმების ასოციაციის - GRASS"-ის დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, დეოლიგარქიზაციისა და დემოკრატიული რეფორმების გატარების შემთხვევაში,  „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს.   

"ეს 12 მოთხოვნა რომ შეასრულონ, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა შეცვალონ ისე, როგორც ამას ევროპული ტიპის დემოკრატია მოითხოვს.  ეს რომ გააკეთონ, ძალაუფლებას დაკარგავენ. ამიტომ მათ გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, რომ არაფერი არ შეცვალონ, ერთადერთი, თუ გაუვათ, ევროკავშირის მოტყუება, ეს სცადონ.  მეორე - ჰყავდეთ "განტევების ვაცი“, ვისაც დააბრალებენ, ეს არის ოპოზიცია და ყველა ვინც მათ არ ეთანხმება“, - განაცხადა კაპანაძემ. 

რაც შეეხება  პრემიერის რიტორიკის შეცვლას, კაპანაძის თქმით, ეს ერთგვარი მანევრი იყო, რომ შემდეგ ოპონენტები პოლარიზაციის მცდელობაში დაადანაშაულოს. 

"ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს,  რომ ღარიბაშვილს პარლამენტში აღვირახსნილი გამოსვლის შემდეგ შეცვლილი ჰქონდა რიტორიკა. ესეც გააკეთეს შეგნებულად, იცოდნენ რა, აქცია იგეგმებოდა და მარტივი გამოსაცნობი იყო, რა მოთხოვნებიც იქნებოდა. სხვა თუ არაფერი, უსმენენ. ესეც გააკეთეს იმიტომ, რომ მერე ილაპარაკონ, რომ ჩვენ შევცვალეთ რიტორიკა, ესენი გამოვიდნენ და პრემიერის  გადადგომა მოითხოვეს“, - განაცხადა კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები