სერგი კაპანაძე - ბირთვული იარაღის გამოყენების გამორიცხვა ასეთ კონდიციაში მყოფი პუტინისგან, არასწორია

ბირთვული იარაღის გამოყენების გამორიცხვა ასეთ კონდიციაში მყოფი პუტინისგან, რომელიც მარცხდება, არის არასწორი, რა თქმა უნდა, მან ეს შეიძლება ეს გააკეთოს,  - ამის შესახებ "საქართველოს რეფორმების ასიოციაციის“ დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია იქნება არაეფექტური.  

"პირველი, ნაწილობრივი მობილიზაციის შემთხვევაშიც  არ არის საუბარი მცირე რაოდენობაზე - 300 ათას ადამიანს ეხება სავარაუდოდ.  აქამდე რუსეთმა ეს ომი აწარმოა გზავნილით, რომ ამ ომს მიხედავენ სამხედრო პროფესიონალები და თქვენ ეს არ შეგეხებათ. ეს არ არის ბრძოლა მათი გადარჩენისთვის, განსხვავებით უკრაინელებისგან. მეორე - ამ ადამიანებს ჭირდებათ გადამზადება. ახლა რუსეთს არ აქვს რესურსი ამისთვის“, - განაცხადა კაპანაძემ.  

რაც შეეხება ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს, კაპანაძის თქმით, ახლა არავის შეუძლია თქვა, რა შეიძლება მოხდეს.

"ამ წუთში ვერავინ იტყვის, რეალურია თუ არა  ეს საფრთხე, ეს დამოკიდებულია  იქნება იმაზე, რამდენად სწორი გზავნილი იქნება მსოფლიოს მხრიდან, რა მოყვება ამ იარაღის გამოყენებას. ამ ეტაპზე ალბათ, სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს არ გამოყენებს, გამოიყენებს ტაქტიკურს, გამორიცხვა, რომ გამოიყენებს, არის არასწორი, ასეთ კონდიციაში მყოფი პუტინისგან, რომელიც მარცხდება, არის არასწორი, რა თქმა უნდა, მან ეს შეიძლება ეს გააკეთოს“, - განაცხადა კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები