სერგი კაპანაძე - დასავლეთმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ დაუშვას უკრაინის დამარცხება და ამას შეასრულებს კიდეც

რესურსი რომ ასეთი ინტენსიობით  გააგრძელოს დაბომბვა, რუსეთს უბრალოდ,  არ გააჩნია,  - ამის შესახებ Front News-ს “საქართველოს რეფორმების ასოციაციის - GRASS"-ის დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ  განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვის ბრძანების გაცემისათვის პასუხისგება მოუწევს. 

“რუსეთი ხელუხლებელ მარაგს იყენებს, როდესაც ინტენსიურად   ბომბავს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ამოცანაა,  რომ დაზაფრონ უკრაინელი ხალხი, მაგრამ ვერ მიაღწევენ ამ მიზანს, რადგან უკრაინელებმა გამოავლინეს გასაოცარი გამძლეობა. ჩანს,  რომ კარგად მუშაობს უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა.  რესურსი რომ ასეთი ინტენსიობით გააგრძელოს დაბომბვა,  რუსეთს, უბრალოდ არ გააჩნია. იმედია,  ეს მალე დამთავრდება და აქაც გამოჩნდება, რომ  პუტინმა ჰააგისთვის "საქმე გაიკეთა“, რომ გასცა ბრძანება სამოქალაქო ობიექტების  დაბომბვის ბრძანება, რასაც  არც მალავს.

რაც შეეხება დასავლეთს, ამ დროის განმავლობაში მან ძალიან კარგად აჩვენა ყველას,  რომ შეუძლია მხარდაჭერა და უკრაინის იარაღით დახმარება. დასავლეთმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ დაუშვას უკრაინის დამარცხებას და ამას შეასრულებს კიდეც“, - განაცხადა კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები