ზელენსკიმ ფიოდოროვი ზაპოროჟიეს სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ივან ფიოდოროვი ზაპოროჟიეს რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ოფიციალურად დანიშნა.

აღსანიშნავია, რომ დღეს ზელენსკი ზაპოროჟიეს ეწვია და იქ უშიშროების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, ასევე ზაპოროჟიეს რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი წარადგინა.

"ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინა დაბრუნდეს თქვენს მშობლიურ მელიტოპოლში. უკრაინა დღეს ამისთვის იბრძვის. ეს აუცილებლად მოხდება“, - მიმართა ზელენსკიმ ფიოდოროვს.

გარდა ამისა, ზელენსკიმ უკვე მისცა მითითებები ახალ თავმჯდომარეს. კერძოდ, საუბარია საფორტიფიკაციო ნაგებობების აგების პროცესზე. გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა სამუშაო ადგილების რაოდენობის დაბრუნება ომამდელ დონემდე. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლება მზადაა დაეხმაროს შესაბამისი დაკვეთებით.

პრეზიდენტმა მიმართა ფიოდოროვის ყურადღება რეგიონის მცხოვრებთათვის გადაუდებელი საკითხების გადაჭრაზე გაამახვილოს. საუბარია სასწავლო პროცესის ორგანიზებაზე, დანგრეული თუ დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენაზე.

ფიოდოროვი დღემდე მელიტოპოლის მერი იყო. 2022 წელს ის დაატყვევეს ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო. მეორე დღეს, დაახლოებით ორი ათასი ქალაქის მცხოვრებმა გააპროტესტა და მოითხოვა ფიოდოროვის გათავისუფლება. ექვსდღიანი ტყვეობის შემდეგ ის ცხრა ტყვე რუს წვევამდელზე გაცვალეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები