ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლებს მოაწერეს ხელი

ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლებს მოაწერეს ხელი.

"ეს ისტორიული მომენტია", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად.

რატიფიკაციამდე ჰელსინკის და სტოკჰოლმს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ნატო-ს შეხვედრებში და ჰქონდეთ უფრო მეტი წვდომა დაზვერვაზე, მაგრამ არ იქნებიან დაცული ნატო-ს თავდაცვის მუხლით, რომლის მიხედვითაც, თავდასხმა ერთ მოკავშირეზე არის თავდასხმა ყველაზე. 

ორივე ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება ნატო-ს 30 ქვეყნის მიერ ამ დოკუმენტების რატიფიკაციის შემდეგ მოხდება. რატიფიკაციას სავარაუდოდ, ერთი წელი დასჭირდება.

29 ივნისს, ნატო-ს მადრიდის სამიტზე ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შვედეთი და ფინეთი ნატო-ს წევრებად ოფიციალურად მიიწვია. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები