გურამ მაჭარაშვილი - ამ საკითხზე აშშ-ის საელჩოს პოზიცია გვაინტერესებს

მაშინ, როცა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და ჩაურევლობაზე ვსაუბრობთ, ყოვლად დაუშვებელია, რაც ვიხილეთ და ამის თაობაზე განცხადებაც გაკეთდა მოსამართლე ჩხიკვაძის მხრიდან, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილმა  მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დღევანდელი განცხადების შეფასებისას.

"რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიცია გვაინტერესებს. ჩვენ ბევრი რეფორმა განვახორციელეთ, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, მაგრამ რაც მოვისმინეთ, დაუშვებელია, რადგან მოსამართლის განცხადებაში მითითებული ფაქტი, რომ ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა მას კონკრეტულ საქმეზე მოსთხოვოს ანგარიში, ეს მართლმსაჯულების საქმიანობაში ჩარევაა. ასევე, ევროპარლამენტარის გალერის სააპელაციო სასამართლოს მიმართ მოწოდება, რომ ნიკა გვარამია გაამართლოს, საინტერესოა, თავისი ქვეყნის სასამართლოს თუ მიმართავს და ეტყვის, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს.

ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, შესაბამისად, ყველამ ნება უნდა იბოძოს და პატივი სცეს იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რასაც ჰქვია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა. 

როცა მოსამართლეს ეუბნები, ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რასაც ეტყვიან, არ მესმის, ამაზე მეტი რა შეიძლება მოახდინო, რომ ჩარევა იყოს მართლმსაჯულებაში. ეს არის ის, რაზეც განსხვავებაა ჩვენსა და ომის პარტიას შორის – როცა უნდათ, მართლმსაჯულებაში ჩარევა მისაღებია, როცა უნდათ – არა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები