გურამ მაჭარაშვილი - გასასამართლებელია რეჟიმი, სახელად "ნაციონალური მოძრაობა“, ეს აუცილებლად არის გასაკეთებელი

"მინდა მივმართო ოპოზიციას - რატომ ნერვიულობთ ვერ გავიგე? რვა არჩევნები წააგეთ და ისევ წააგებთ მეცხრე არჩევნებსაც. 200 ათასი კაცი გამოვიდა გუშინ საერთო-სახალხო შეკრებაზე, დღეს კი თქვენ მთელ დღეს უძღვნით ამ შეკრებას. რა განერვიულებთ? რაშია პრობლემა?“ - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით,  გუშინ, აქციაზე მისულმა 200 ათასმა ადამიანმა მილიონზე მეტი ადამიანის სახელით ხელისუფლებას ხელახალი ლეგიტიმაცია იმაზე, რასაც აკეთებს და შემდგომში გააკეთებს საქართველოს სუვერენიტეტისთვის.

"თუ არ ირწმუნებ ვერ დაინახავ, ვერ შეიყვარებ, არც გეტკინება და სწორედ ამიტომ არ გტკივათ საქართველო და მისი სუვერენიტეტი. სწორედ ამიტომ არ გიყვართ საკუთარი ერი, რომელსაც დასცინით იმის გამო, რომ უყვარს სამშობლო, პატივს სცემს ტრადიციებს და სარწმუნოებას იცავს. ქართველ ხალხს ყოველთვის სწამდა ეკლესიის, რწმენის და სამშობლოს სიყვარულის, ამიტომაც მოვიდა დღემდე. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ისტორიულად  საქართველოს წინააღმდეგ უცხოური ძალა სწორედ სარწმუნოებას უცხადებდა ბრძოლას, რადგან ხედავდა, რომ სარწმუნოებაში იყო ხალხის ძალა. თუ ხალხს ამ ძალას წაართმევ, ადვილად დაამარცხებ, რადგან თუ ადამიანს მუდმივად აწმყოში აცხოვრებ და წარსულს დაავიწყებ, მომავლის რწმენას დაუკარგავ. სწორედ ეს რწმენა დაუკარგეთ ზოგიერთ ახალგაზრდას და სიტყვა „სარწმუნოება“ ამოაღებინეთ ილია ჭავჭავაძის დანაბარებიდან. ამიტომაც გითხრათ გუშინ მთელმა საქართველომ უარი, უარი უთხრა თქვენს ურწმუნოებას, თქვენს მონურ აზროვნებას, შეურაცხყოფას და დაცინვას საკუთარ ერზე“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, უცხოური ძალა რადიკალური ოპოზიციის დახმარებით დღესაც სწორედ ამიტომ ებრძვის სარწმუნოებას, ებრძვის ყველა ხერხით - აგინებს პატრიარქს, ლანძღავს ეკლესიას, შეურაცხყოფს ხატებს და ხელს უწყობს ლგბტ პროპაგანდას.

"იცით რატომ იღებთ მარცხს? იმიტომ, რომ რწმენა არ გაქვთ. ამიტომ ხართ დაბოღმილები და ამიტომ არ გიხარიათ ქართველი ხალხის სიხარული. როცა ყველა უცხოელი გვაქებს გამჭვირვალობაში, თქვენ მაშინ გელანდებათ შავი ლენტები ნაძვის ხეზე და შავი ხვრელები საქართველოში. გელანდებათ „შავი ფული“, რომლის გამოც მზად ხართ ქართველისთვის უღირსი საქციელი ჩაიდინოთ - ცალ ფეხზე დაუდგეთ პატრონს, შარვალი ჩაიხადოთ ოკუპანტის წინაშე და ქვეყნის სუვერენიტეტი დაუთმოთ პატრონებს. ამიტომ უთხრა უარი ქართველმა ხალხმა შავ ლენტებს, შავ ხვრელებს, შავ ფულს და აირჩია თეთრი შავის ნაცვლად, სარწმუნოება ურწმუნოების ნაცვლად, სუვერენიტეტი მონობის ნაცვლად, არჩევნები რევოლუციის ნაცვლად, ტრადიციები ლგბტ პროპაგანდის ნაცვლად და სიყვარული, რომელიც, თქვენს სამწუხაროდ საერთოდ არ გაგაჩნიათ.

ამ ყველაფრის გამო ამბობს „ხალხის ძალა“, რომ გასასამართლებელია რეჟიმი, სახელად „ნაციონალური მოძრაობა“. საქართველოს ხელისუფლებას და „ქართული ოცნებას“ მივმართავ, რომ ეს აუცილებლად არის გასაკეთებელი, თორემ ჩვენ სულ ასეთ რეჟიმში ვიქნებით.

საქართველოში ხალხის ძალით მოპოვებული თავისუფლება და სუვერენიტეტი დღესაც ისევ არის ხალხის ძალის დასაცავი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები