მამა გიორგი ზვიადაძე - ხშირად მომისმენია რუსეთის პატრიარქის მხრიდან პატრიარქის მოხსენება იმ ტიტულატურით, რომელიც მას აქვს მთელ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში

პატრიარქის პროტოპრესვიტერი, მამა გიორგი ზვიადაძე რუსეთის პატრიარქ კირილის წერილს გამოეხმაურა, სადაც ილია მეორე ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად არ არის მოხსენიებული. 

"მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს აქვს ყოველთვის ის პოზიცია, რაც არის ეკლესიური პოზიცია. საქართველოს საპატრიარქო არასოდეს არ ერიდება იმას, რომ საეკლესიო კანონიკური სამართლის ფარგლებში თავისი სიტყვა თქვას. მერწმუნეთ, რომ აქ არავითარი გაუგებრობა პატრიარქის ტიტულატრასთან დაკავშირებით მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიაში არ არის.

ხშირად მომისმენია მისი უწმინდესობის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მხრიდან პატრიარქის მოხსენება იმ ტიტულატურით, რომელიც მას აქვს მთელ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში", - აცხადებს მამა გიორგი ზვიადაძე.

პატრიარქი კირილი ილია მეორეს ოფიციალურ სამძიმრის წერილს უგზავნის, რომელშიც სინოდის მღვდელმთავრის, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.  წერილში კირილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს  ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად არ მოიხსენიებს. 

უახლესი ამბები