რუსეთის პატრიარქი სასულიერო პირებს და მრევლს მოუწოდებს, პუტინის ჯანმრთელობისთვის ორი დღე ილოცონ

რუსეთის პატრიარქი მღვდელმთავრებს და მრევლს ოუწოდებს, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაბადების დღესთან დაკავშირებით მისი ჯანმრთელობისთვის ორი დღე ილოცონ.

მოსკოვის საპატრიარქომ მსგავსი შინაარსის წერილი რუსეთის ეპარქიის ეპისკოპოსებს გაუგზავნა. 

"7 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ ვლადიმროვიჩ პუტინი 70 წლის გახდა. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდესი პატრიარქი კირილე მოუწოდებს ყველა მღვდელმთავარს, მოძღვარს, მონასტერს და მრევლს, ამ დღეს სახლში მხურვალე ლოცვა აღავლინონ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის ჯანმრთელობისთვის“, - აღნიშნულია წერილში.

8 ოქტომბერს, როდესაც სერგი რადონეჟელის დღეს აღნიშნავენ, კირილი ეპარქიებს თხოვნით მიმართავს, პუტინის ჯანმრთელობისთვის სპეციალური ლიტურგია აღავლინონ.

საპატრიარქომ ორივე მათგანისთვის ლოცვის ტექსტები დაამტკიცა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები