მოსკოვში საბჭოთა კავშირის КГБ-ს​ უკანასკნელი თავმჯდომარე გარდაიცვალა

მოსკოვში 1 აგვისტოს 84 წლის ასაკში საბჭოთა კავშირის  სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (КГБ)​ უკანასკნელი თავმჯდომარე ვადიმ ბაკატინი გარდაიცვალა.

1983 წელს ბაკატინი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსპექტორი გახდა, 1988 წელს მიხეილ გორბაჩოვმა მას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი შესთავაზა. 1991 წელს ბაკატინი იყო ერთ-ერთი კანდიდატი რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში. 

რუსული მედიის ინფორმაციით, ბაკატინის დროს კგბ დაყოფილი იყო რამდენიმე დამოუკიდებელ სპეცსამსახურად, მაგრამ თავად თავმჯდომარე ამის წინააღმდეგი იყო.

ბაკატინს მოსკოვში ტროეკუროვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები