პავილიონისი - თუ ათასობით რუსი ჩამოვა საქართველოში, პუტინს შეუძლია ერთ დღეს თითქოს მათ დასაცავად, ტანკები გამოაგზავნოს

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ახალ ბრძანებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ძალიან საშიშია. 

"ლენინიც წერდა, რომ დასავლეთში სულელები არიან და სუიციდისთვის ყველაფერს აკეთებენო. პუტინის დღევანდელ გადაწყვეტილებას რაც შეეხება, დიახ ეს ძალიან საშიშია. თუ ათასობით რუსი ჩამოვა საქართველოში, მას შეუძლია ერთ დღეს თითქოს მათ დასაცავად თქვენთან ტანკები გამოაგზავნოს. უმჯობესია რუსებს უთხრათ დარჩნენ თავიან ქვეყანაში და საკუთარი ბოროტებას შეებრძოლონ. ასევე ხელი უნდა შეუწყოთ დემოკრატებს, რომლებიც პუტინს ებრძვიან.

ჩვენ ერთი მტერი გვყავს და ეს პუტინის რეჟიმია. თუ ფიქრობ, რომ ერთდროულად 2 სავარძელში ჩაჯდები, ვგულისხმობ დასავლეთისა და პუტინის სავარძლებს, შანსი არ გაქვს. იანუკოვიჩი შეეცადა მსგავსი თამაშის წესებით ემოქმედა, თუმცა ყველამ ვნახეთ როგორც დაასრულა. 

ისეთი პატარა ქვეყნებისთვის როგორც ჩვენი ქვეყნებია, ეს ძალიან სახიფათო თამაშია", - განაცხადა პავილიონისმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები