ადვოკატი - ეს არის ქართველი ლეგენდის ლეგენდარული პარტია, რომელიც მან კიდევ ერთხელ მოიგო

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატმა Netflix-თან შეთანხმების დეტალებზე ისაუბრა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, Netflix-მა ნონა გაფრინდაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და 5 მილიონი დოლარის გადახდაზე დათანხმდა, თუმცა ამ ინფორმაციას ადვოკატები არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

"მორიგების მოლაპარაკებების ინიციატივა წამოვიდა სააპელაციო სასამართლოდან. შეთანხმების დეტალები არის მკაცრად კონფიდენციალური. ეს არის მიღებული პრაქტიკა მოცემულ ვითარებაში. ეს შედეგი არის ქალბატონი ნონას ინტერესებში. ის ძალიან კმაყოფილია მიღწეული შედეგით. ძალიან ბევრი ანალოგიური ან მსგავსი დავა აქვს Netflix-ს, თუმცა ძალიან ცოტა მთავრდება მორიგებით. ეს არის ქართველი ლეგენდის ლეგენდარული პარტია, რომელიც მან კიდევ ერთხელ მოიგო. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, - აცხადებს ადვოკატი კახა შარაბიძე.

ნონა გაფრინდაშვილი ამერიკულ კომპანია Netflix-ს უჩიოდა და კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვდა. სარჩელში ნათქვამი იყო, რომ სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ ნონა გაფრინდაშვილის შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მას არასდროს უთამაშია კაც მოჭადრაკესთან, სინამდვილეში იმ დროისთვის გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ კაც მოჭადრაკესთან. სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ Netflix-მა დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ მოიხსენია იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე ებრძვის რუსეთის აგრესიას.

მსგავსი სიახლეები