მიტია ალეშკოვსკი - 6 წლის განმავლობაში 50-ჯერ გადავლახე საქართველოს საზღვარი და პრობლემები დამეწყო მას შემდეგ, რაც რუსეთში გამომაცხადეს უცხოეთის აგენტად

პრობლემები  მას შემდეგ დამეწყო, რაც რუსეთში  უცხოეთის აგენტად გამომაცხადეს,  - ამის შესახებ პუტინის კრიტიკოსი რუსი ჟურნალისტი მიტია ალეშკოვსკი აცხადებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოში არ შემოუშვეს. 

მისი თქმით,  მას საქართველოს საზღვარი თითქმის 50-ჯერ აქვს გადაკვეთილი და გაოგნებული დარჩა, როდესაც ქვეყანაში არ შემოუშვეს, სადაც ცოლ-შვილი ელოდა. 

"მე ბოლო 6 წლის განმავლობაში 50-ჯერ გადავლახე საქართველოს საზღვარი და პრობლემები დამეწყო მას შემდეგ, რაც რუსეთში გამომაცხადეს უცხოეთის აგენტად. მე გაოცებული დავრჩი, რადგან თუ შეძლოთ რომელიმე ქვეყნის აგენტად ჩემი გამოცხადება, მაშინ საქართველოს აგენტად შეიძლებოდა ჩემი გამოცხადება. იმიტომ რომ საქართველო მიყვარს, საქართველოს სახელს მაქსიმალურად მხარს ვუჭერ. რუსეთის საზოგადოებაში, ყველაზე მეტი კავშირი საქართველოსთან მაქვს. ზოგი ამბობს, რომ ეს არის ტექნიკური შეცდომა. ეს „ტექნიკური შეცდომა“ რატომღაც მუშაობს იმ ხალხთან, ვინც  ოპოზიციაში არიან რუსეთის ხელისუფლებასთან“, - განაცხადა ალეშკოვსკიმ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები