აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

"ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებების შესახებ ცნობების გამო, მათ შორის სომხეთის შიგნით დასახლებებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შესახებ ცნობების შესახებ. 

კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ შეიძლება. ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყვიტდეს სამხედრო მოქმედებები", - აღნიშნულია განცხადებაში. 

სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბრის, დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო. შეტაკებებს მოყვა მსხვერპლი. 

მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ  