ედუარდ მარიკაშვილი - მათი განზრახვაა, რომ რაც შეიძლება ნაკლები საზოგადოებრივი კონტროლი არსებობდეს ხელისუფლებაზე

სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის პროცესში  არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის საკითხთან დაკავშირებით დღემდე არაფერია ცნობილი,  - ამის შესახებ  Front News-ს ედუარდ მარიკაშვილმა განუცხადა. 

მისივე განმარტებით, პროცესში პარლამენტის თავმჯდომარეს იმაზე დიდი როლი აქვს მინიჭებული, ვიდრე ამას კანონი ითვალისწინებს.   

"სახალხო დამცველის შერჩევის საკითხებთან დაკავშირებით,  მიმდინარე პროცესები ტოვებს განცდას, რომ "ქართული ოცნება“ ცდილობს კანდიდატების შერჩევის პროცესზე გავლენის მოხდენას.  მთელი პროცესის  მოწესრიგება მინდობილი არის სუბიექტურად  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეზე, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული.  

თუ კი ეს პროცესი ასე გაგრძელდება, მაშინ შერჩევასთან დაკავშირებითაც ეს კითხვის ნიშნები დარჩება.  

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის საკითხს,  დღემდე არაფერი არაა ცნობილი, გარდა იმისა, რომ კომისიის დაკომპლექტების წესს დაადგენს პარლამენტის თავმჯდომარე. შესაბამისად საუბარი იმაზე, რა იქნება შესაძლებელი, არის რთული და ბუნდოვანი“, - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველი ძალის განზრახვაა, მაქსიმალურად შეამციროს პროცესებზე საზოგადოებრივი კონტროლი. 

"ზოგადად, ძალიან ცუდი ტენდენცია, რომ "ქართული ოცნება“ სამოქალაქო სექტორის მიმართ ქმნის რაღაც "შავ სიებს“, რომლებშიც მათ მიმართ კრიტიკული ორგანიზაციები ხვდებიან. 

მათი განზრახვაა, რომ რაც შეიძლება ნაკლები საზოგადოებრივი კონტროლი არსებობდეს ხელისუფლებაზე, რომ მათ მიეცეთ თავიანთი, ხშირად ძალიან არაჯანსაღი, უკანონო და ქვეყნის ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებების მიღება“, - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები