ედუარდ მარიკაშვილი - ყველასთვის ნათელი გახდა, რომ "ქართული ოცნების" პირდაპირი მიზანი ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანებაა

ყველასთვის ნათელი გახდა, რომ "ქართული ოცნების" პირდაპირი მიზანი ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანებაა, - ამის შესახებ "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარემ, საერთო სახალხო მოძრაობის წევრმა ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დასავლელმა პარტნიორებმა ერთმანეთისგან გამიჯნეს ქართველი ხალხი და „ქართული ოცნება“. 

"ქართველი ხალხის არჩევანი ძალიან მკაფიოა,  რაც დაინახეს  ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც. ეს გამოიხატა იმაში, რომ მათ ერთმანეთისგან გამიჯნეს საქართველოს მოქალაქეები და „ქართული ოცნება“. ეს  ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე ყველასთვის ნათელი გახდა, რომ "ქართული ოცნების“ პირდაპირი მიზანი  ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანებაა.  ეს ძალიან ბევრ რამეში გამოიხატა. ბოლოს როდესაც ღარიბაშვილმა ნეგატიური დამოიკიდებულების გამოვლენა სცადა პარლამენტში,  ძალიან მკაფიო სიგნალი გაუგზავნა ევროპას, რომ "ქართულ ოცნებას" არ სურდა არანაირი მოთხოვნების შესრულება“, - განაცხადა მარიკაშვილმა. 

მისი თქმით, ამ ერთი კვირის განმავლობაში „ქართულ ოცნებაში“ უნდა გაიაზრონ, რომ მათ სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ მიიღონ საერთო სახალხო მოძრაობის მოთხოვნები - გადადგეს ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც დაიწყებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას.    

"ეს მოთხოვნები არ შეიცვლება და მათ მოუწევთ ძალიან ძლიერი არაძალადობრივი წინააღმდეგობის ნახვა და მიღება თავის თავზე,  ეს პროცესი იქნება შეუქცევადი“, - განაცხადა მარიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები