ბაჩო დოლიძე - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთის ინტერესები იყოს გათვალისწინებული ჩვენს ქვეყანაში

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთის ფედერაციის ინტერესები იყოს გათვალისწინებული ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საორგანიზაციო მდივანმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, საზღვარი უნდა კონტროლდებოდეს, რომ მაქსიმალურად მოხდეს ქვეყანაში  აგენტების შემოსვლის თავიდან აცილება. 

"ჩვენთვის მართლაც ძალიან საფრთხილოა ეს ყველაფერი. არაერთხელ ვთქვით, საზღვარი მაქსიმალურად უნდა კონტროლდებოდეს, ვინ შემოდის, რა მიზნით,  ამ დროს სპეცსამსახურების და მათთან მომუშავე აგენტების თავისუფლად შემოსვლა, ეს არის მთავარი საშიშროება, რომელიც ჩვენს წინაშე დგას. 

ეს არის მთავარი აქცენტი, რასაც ნორმალური ცივილური ხელისუფლება უნდა აკეთებდეს, ჩვენ, ფაქტობრივად, მსგავსი არ გვყავს, ჩვენ გვყავს რუსეთის მოკავშირე ხელისუფლება,  რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის,  რომ რუსეთის ფედერაციის ინტერესები იყოს გათვალისწინებული ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

პუტინის მიერ  ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება, მოქალაქეების ნაწილი ქვეყნის დატოვებას და მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში გადასვლას ცდილობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები