მალგოჟეტა გოშევსკა - კიდევ ერთხელ მითხრეს უარი მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას მონახულებაზე

ვწუხვარ, რომ უარი მივიღე პატიმრების ნახვასთან დაკავშირებით, რადგან მსურდა მენახა რა მდგომარეობა აქვთ მათ ჯანმრთელობის მხრივ, - ამის შესახებ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ მალგოჟეტა გოშევსკამ კლინიკა "ვივამედთან" განაცხადა. 

მისი თქმით,  ფაქტია, მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია არიან ხელისუფლების ტყვეები. 

მან ასევე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიმართა და აღნიშნა, რომ დიდი სევდით ადევნებს თვალყურს, რაც ხდება დღეს საქართველოში.

"კიდევ ერთხელ მითხრეს უარი მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას მონახულებაზე. თვითონ ის ფაქტი, რომ მესამე პრეზიდენტი და ტელევიზიის მენეჯერი იმყოფება პატიმრობაში, არცთუ ისე კარგად მეტყველებს ქვეყანაზე. 

ვწუხვარ, რომ უარი მივიღე პატიმრების ნახვასთან დაკავშირებით, რადგან მსურდა მენახა რა მდგომარეობა აქვთ მათ ჯანმრთელობის მხრივ. 

წინა ვიზიტის დროს მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა ძალიან არასასურველი და დამამცირებელი სიტყვებით მომიხსენია და ჩემზე თქვა, რომ ყველამ ვიცით ეს ქალი ვინაა და რას წარმოადგენს.

როგორც ჩანს, მან ვერ შეაფასა რეალურად ჩემი მდგომარეობა და სპეციალურად ამ პიროვნებისთვის ვიტყვი,  თუ ვინ ვარ მე.მე გახლავართ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე, მმართველი პარტიის წარმომადგენელი, რომელიც მეორე ვადითაა ხელისუფლებაში და ეს არის პარტია, რომელიც ახორციელებს პოლონეთის გარდაქმნას და რეფორმებს, რომელიც ეხმარება უკრაინას ქვეყნის აღმშენებლობაში აქტიურადაა ჩართული.ასევე, მრავალი წელია, იმ ქვეყნის ოპოზიციას ვეხმარები, რომლის დემოკრატიაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მე ძალიან დიდი სევდით ვადევნებ თვალყურს იმას, რაც ხდება საქართველოში და იმას,  თუ რა მდგომარეობაშია დღეს დემოკრატია ქვეყანაში. იმ საშინელებების ფონზე, რასაც უკრაინაში ჩადის რუსეთი, ძალაინ სავალალოა, თუ როგორ იქცევიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები", - განაცხადა მალგოჟეტა გოშევსკამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები