მალგოჟატა გოშევსკა - მჯერა, შევძლებთ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას

მჯერა, საბოლოოდ შევძლებთ ამ ბრძოლაში საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან გამარჯვებას და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას. პოლონეთისა და პოლონელების დიდი მეგობარი უბრალოდ იმსახურებს ამას!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში  პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი მალგოჟატა გოშევსკა წერს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატს ნონა მამულაშვილს შეხვდა.

"ვისაუბრე პოლონეთის სახელმწიფოს ქმედებებზე მიხეილ სააკაშვილის დასაცავად, საქართველოს ხელისუფლების მიმართ მუდმივ მიმართვაზე, იპოვონ მისაღები გამოსავალი საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ეს საკითხი საერთაშორისოდ აქტუალური გახდეს და ჩვენი უცხოელი პარტნიორების მობილიზება მოხდეს.

ვისაუბრეთ, ასევე, ნიკა გვარამიასა და ოპოზიციური მედიის სხვა წარმომადგენლებზე, რომელთა შემთხვევა საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიქმება, როგორც შურისძიება ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტური საქმიანობის გამო.

საუბარში ასევე შევეხე საქართველოს შიდაპოლარიზაციის პრობლემებს, ხელისუფლების მიერ დემოკრატიული პრინციპების დარღვევას, მმართველი პარტიის ხაზის საწინააღმდეგო შეხედულებების მქონე ადამიანების დევნას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევას და ღია მხარდაჭერას ბ.ივანიშვილის ხელისუფლების მიერ",- წერს გოშევსკა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fmmgosiewska%2Fposts%2Fpfbid03621wP3HTMkZEVUxMBPfmcyrcjeZTV18hUg22i49cQJGgqaqayT1Ah3ijKg6BcXVsl&show_text=true&width=500" width="500" height="781" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>