მალგოჟატა გოშევსკა - ის, რომ ყოფილი პრეზიდენტი და ტელევიზიის ხელმძღვანელი ციხეში ზის, ამ ქვეყანაზე კარგად არ მეტყველებს

ის, რომ ყოფილი პრეზიდენტი და ერთ-ერთი დიდი ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელი ციხეში ზის, ამ ქვეყანაზე კარგად არ მეტყველებს, - ამის შესახებ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მალგოჟატა გოშევსკა სოციალურ ქსელში წერს.

"აღმაშფოთებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მითხრა უარი პატიმრებთან შეხვედრაზე და არ მქონდა საშუალება მენახა რა მდგომარეობაში არიან და გამეგო მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს არის საქართველოს მმართველებისთვის სირცხვილის მიზეზი და აჩვენებს მათ ანტიდემოკრატიულ მიდგომას.

ჩემი ბოლო ვიზიტის დროს მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ჩემი მისამართით განცხადებები გააკეთა. ამ პოლიტიკოსმა შეიძლება არ იცოდა ჩემი პოზიცია ან რა საქმიანობას ვაკეთებ, რაც მხოლოდ მისი უცოდინრობის დასტურია. ქართველების უმეტესობამ, განსაკუთრებით მათ, ვისაც უშუალოდ ვეხმარებოდი, კარგად იციან, ვინ ვარ და რას წარმოვადგენ და რომ წლების განმავლობაში წინააღმდეგობას ვუწევდი უდიდესი აგრესორის, რუსეთის ქმედებებს და მხარს ვუჭერ ოპოზიციურ მოძრაობებს იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. და მე ამას ყოველთვის გავაკეთებ!", - წერს გოშევსკა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fmmgosiewska%2Fposts%2Fpfbid026yEqxQsR9GHNBQinoLw87LYykuPSq11UTrDy8oZwbtMVWEipGCHuouG3tKQt5iDFl&show_text=true&width=500" width="500" height="781" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>