ევგენი პრიგოჟინი - აშშ-ის არჩევნებში ვერეოდით, ვერევით და ჩავერევით

აშშ-ის არჩევნებში ვერეოდით, ვერევით და ჩავერევით, – ამის შესახებ კრემლთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა.

"მე თქვენ გიპასუხებთ ძალიან დახვეწილად, დელიკატურად და ბოდიშის მოხდით, დავუშვებ გარკვეულ ორაზროვნებას. ბატონებო, ჩვენ ვერეოდით, ვერევით და ჩავერევით. ფრთხილად, სიზუსტით, ქირურგიულად, ჩვენებურად, როგორც ეს ვიცით. ჩვენი წერტილოვანი ოპერაციების დროს მოვკვეთთ ერთდრდოულად ორივე თირკმელს და ღვიძლს“, – ნათქვამია პრიგოჟინის განცხადებაში, რომელიც მისმა კომპანიამ გაავრცელა.

პრიგოჟინი აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო სასანქციო სიაშია შეყვანილი და გამოძიების ფედერალური ბიურო მიერ არის ძებნილი. ის მიიჩნევა სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებული „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ მფლობელად, რომელიც ასევე „ტროლების ფაბრიკის“ სახელით არის ცნობილი.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერის კარინე ჟან-პიერის თქმით, არჩევნების წინ მსგავსი განცხადებების გაკეთება რუსეთის მცდელობაა შექმნას ყალბი ისტორია მისი წარმატების შესახებ.

"ეს არაფერს ახალს არ გვეუბნება, როგორც ყველამ ვიცით. კარგად ცნობილი და საჯარო სივრცეებში დადასტურებულია, რომ ევგენი პრიგოჟინთან ასოცირებული სუბიექტები ცდილობდნენ გავლენა მოეხდინათ არჩევნებზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის შეერთებულ შტატებშიც. აშშ მუშაობდა რუსეთის მავნე გავლენის მცდელობების გამოსავლენად და დასაპირისპირებლად. ასე რომ, ევგენი ცნობილი ცუდი მსახიობია, რომელიც სანქცირებულია შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს და ასევე ევროკავშირის მიერ. გასაკვირი არ არის, რომ რუსეთი ხაზს უსვამს მათ მცდელობებს და გაყალბებას - ამზადებს ისტორიას მათი წარმატებების შესახებ არჩევნების წინა დღეს", - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. 

აშშ-ში წარმომადგენელთა პალატის არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები