მამუკა არეშიძე - ბელარუსის "საელჩოს" გახსნასთან დაკავშირებით ბჟანიას განცხადებიდან ჩანს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის

ბელარუსის "საელჩოს" გახსნასთან დაკავშირებით ბჟანიას განცხადებიდან ჩანს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის,  -  ამის შესახებ  Front News-ს ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო თუ ასეთ ნაბიჯს გადადგამს, მას მოუწევს კიდევ უფრო მეტ დათმობაზე წასვლა რუსეთის ფედერაციასთან. 

"ლუკაშენკო წლების განმავლობაში  ცდილობდა, რომ ამ   ტერიტორიების აღიარებისგან თავი შორს დაეჭირა. იცოდა,  რომ ამის გამო ძალიან სერიოზული დისკომფორტი შეექმნებოდა დასავლეთთან ურთიერთობაში. თვით დსთ-ის სივრცეშიც შეიძლება ამას არასასურველი რეაქცია მოყოლოდა, მაგალითად,  ყაზახეთი ყოველთვის წინააღმდეგი იყო სეპარატისტული რეგიონების აღიარების, რადგან თვითონ შეიძლება შექმნოდა ამის პრობლემა. ლუკაშენკო წლების განმავლობაში  ამ პოზიციაზე იდგა, როგორც ჩანს,  ახლა ძალიან  ძლიერ ზეწოლაა მასზე რუსეთის მხრიდან უკრაინის მოვლენების კონტექსტში, აქედან გამომდინარე იყო მისი ვიზიტიც აფხაზეთში. არაფერი გადამწყვეტი იქ მას არ უთქვამს, მხოლოდ  მოსკოვის დასანახად  გააკეთა იმის დემონსტრირება, რომ მხარს უჭერს აფხაზეთს. როგორც ჩანს,   ახლა ახალი პროცესები დაიწყო“, - განაცხადა არეშიძემ. 

რაც შეეხება ოკუპირებული რეჟიმის ასლან  ბჟანიას განცხადებას, სოხუმში ბელარუსის საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით, არეშიძის თქმით, აქედან მხოლოდ ის ჩანს,  რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არაა.  

"ბჟანიამ თქვა ასეთი რამ, ქვეყანას რომელსაც 50 მილიონიანი ბრუნვა აქვს მეორე ქვეყანასთან, მასთან საელჩო უნდა გახსნას. ამ განცხადებიდან ჩანს,  რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის.  ისედაც სერიოზული პრობლემები აქვს დასავლეთთან ბელარუსს, ასეთი გადაწყვეტილება საერთოდ ხაზს გადაუსვამს ნებისმიერ ურთიერთობას, მითუმეტეს, რომ რუსეთის უპირობო გამარჯვება რაც  ელოდნენ მინსკში, სარწმუნო აღარ ჩანს. ლუკაშენკო საერთოდ, ფრთხილი ადამიანია და არ მგონია, ასეთი დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგას, მიუხედავად მოსკოვის სერიოზული ზეწოლისა. თუ მაინც  ამაზე წავა,  შემდეგ აიძულებენ რუსეთთან ერთად ერთიან სახელმწიფოში შემდეგ აფხაზეთიც და ცხინვალის რეგიონიც მიიღონ და  ბელარუსის სტატუსი საერთოდ განულდება. ეს ლუკაშენკომ ძალიან კარგად იცის და აქედან გამომდინარე, ეჭვი მეპარება, თუ განსაკუთრებული ამბავი არ იქნება, ეს ნაბიჯი გადადგას“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

რაც შეეხება ქართულ სახელმწიფოს პოზიციონირებას, მისი თქმით, სახელმწიფომ დიპლომატიური მუშაობა უნდა გაქტიუროს.  

"ცხადია, დარწმუნებული ვარ, საელჩოების დონეზე ასეც იქნება, მაგრამ აქ პრობლემა ისაა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობა ამ საქმეში განსაკუთრებული შედეგის მომტანი ვერ იქნება, რადგან ბელარუსი,  როგორც რუსეთი,  მათ მოწოდებებზე არ რაგირებს“, - განაცხადა არეშიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები