აკაკი მინაშვილი - ყველამ უნდა ვიფიქროთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გავიდეს ქვეყნიდან და იმკურნალოს და არა ის, რომ მან იფიქროს, რომელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი

ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გავიდეს ქვეყნიდან და იმკურნალოს და არა ის, რომ მან იფიქროს, რომელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი,  - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, სააკაშვილის ბიბლიოთეკაში ბრიფინგის გამართვით "ნაციონალური მოძრაობის" ერთმა ჯგუფმა  შექმნა ილუზია, რომ მიხეილ სააკაშვილი მხარს მათ უჭერს.  

"მიხეილ სააკაშვილის აქვს ჯანმრთელობის ძალიან მძიმე  მდგომარეობა, ის სასიცოცხლო რისკების წინაშე დგას. ძალიან გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს იმის მდგომარეობა,  ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში და  პარტიულ პოლიტიკაში. ამაზე თვითონ გააკეთა განცხადება და რად უნდა ამას დამატებით კიდევ ვიღაცის შეფასება? ის, რომ მას ეს პროცესი არ მოსწონს,  ცხადია, ესეც გასაგებია. ადვოკატების სტრატეგიაა - ნაკლები პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ.  ამ საარჩევნო პროცესმა კი მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ პოლიტიკის ახალი ტალღა წამოიღო. ამიტომ არ არის  გასაკვირი, რომ ქალბატონმა გიულიმ მიხეილ სააკაშვილის სიტყვები გაახმოვანა, რომ ბიბლიოთეკაში არასწორი იყო ამ განცხადების გაკეთება. ჩემი მეგობრების ამ ნაწილმა არაპირდაპირ სცადა მიხეილ სააკაშვილის სახელის გამოყენება, თითქოს ის ჩაერთო ქართულ პოლიტიკაში, ჩაერთო პარტიულ პოლიტიკაში  და მხარი დაუჭირა მათ, რაც არასწორი იყო. 

არც არავინ უნდა დააკისროს მას რაიმე სახის ვალდებულება, რომ ვიღაცას მხარი დაუჭიროს. ადამიანი ურთულეს მდგომარეობაშია. ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ, რომ ის გავიდეს ქვეყნიდან და იმკურნალოს და არა ის,  რომ იმან იფიქროს, რომელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები