ნიკა მელია - ეს დამოკიდებულება ძალიან დიდ ბრაზს იწვევს დასავლეთში

როდესაც  რეზოლუციაში წერენ,  რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა მოექცეს დასავლური სანქციების ქვეშ, ვინაიდან ის  წარმოადგენს წინაღობას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე,  ეს უკვე არის დასავლური განაჩენი,  - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომელიც ლისაბონში იმყოფება, სადაც  EPP-მ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით “საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური დევნა".

მელიას თქმით, უკანასკნელ თვეებში მსგავსი შინაარსის  დოკუმენტების მიღება ერთგვარ ნორმად იქცა. 

"უკანასკნელი თვეების განმავლობაში არ არსებობს დასავლელი პარტნიორების არცერთი თავყრილობა, სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, სადაც არ გამოიცემა ქართველი ხალხის მხარდაჭერის რეზოლუციები, სადაც ასევე ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ მთელი რიგი პუნქტებია ჩაწერილი. ნამდვილად არ გვახარებს, რომ 2022 წელს მსგავსი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება, უკვე როგორც ნორმა. ეს გამოიწვია იმ უმძიმესმა რეალობამ, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში. თუ კი ის აქამდე თავისი წინააღმდეგობრივი რეპუტაციით ფონს გადიოდა დასავლეთში, ახლა არის ცალსახა რეპუტაციის - ის არის მთავარი წინაღობა ქართველი ხალხის ევროინტეგრაციის გზაზე, აქედან გამომდინარეობს მძიმე გადაწყვეტილებები მის მიმართ. როდესაც დღეს მთავარი ევროპული ძლის, სახალხო პარტიის თავყრილობაზე მიღებულ რეზოლუციაში წერენ, რომ პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და უნდა იქნეს გადაყვანილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ, ნიკა გვარამია როგორც მედიამენეჯერი უნდა გათავისუფლდეს და ის არის რა თქმა უნდა, პოლიტპატიმარი, ერთ-ერთ-მთავარ კომპონენტად ამ რეზოლუციაში წერენ,  რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა მოექცეს დასავლური სანქციების ქვეშ, ვინაიდან ის ასრულებს ძალიან ნეგატიურ როლს და წარმოადგენს მთავარ წინაღობას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე,  ეს უკვე არის დასავლური განაჩენი“, - განაცხადა ნიკა მელიამ. 

მისი თქმით, დასავლელ პარტნიორებს ძალიან აწუხებთ საქართველოს მმართველი ძლის ანტიდასავლური რიტორიკა, რასაც ისინი ამ კრიტიკულ შენიშვნებს უპირისპირებენ.   

"აქ დასავლეთში ძალიან აწუხებთ ის ფართომასშტაბიანი კამპანია, რომელსაც "ქართული ოცნება" ბოლო თვეების განმავლობაში ეწევა.  საზოგადოებას ეუბნებიან, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მივიღეთ, ვინაიდან თითქოს ევროპელები მათ თხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას საქართველოში. თავიანთი პროპაგანდისტული არხებით დეზინფორმაციულ მესიჯებს აფრქვევენ. ეს დამოკიდებულება ძალიან დიდ ბრაზს იწვევს დასავლეთში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები