ნიკა მელია - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე რომ ივანიშვილს არ აინტერესებს დიდი ხანია, ვიცით, მაგრამ საკუთარი მდგომარეობა მაინც უნდა აინტერესებდეს

თუ მოსამართლე იტყვის, რომ მიუხედავად იმისა, რა წერია დასკვნაში, მიხეილ სააკაშვილი მაინც უნდა დარჩეს საქართველოში, ვერაფერი ძველებურად ვერ გაგრძელდება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მთავრობის ადმინისტრაციას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

"დღეს არამხლოდ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი, არამხოლოდ ქართული ოპოზიციური მთლიანი სპექტრი, არამხოლოდ მთელი არასამთავრობო სექტორი, არამხოლოდ მთელი ქართული სამედიცინო საზოგადოება, არამედ მთელი მსოფლიო პოლიტიკური სპექტრი და მთელი მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება საუბრობს ერთხმად და მკაფიოდ, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს გარდაუვლად გადაყვანას საზღვარგარეთ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. 

კვალიფიციური ექიმები, მათ შორის ამერიკელები და ევროპელები, ექსპერტულ დასკვნას დებენ, რომლის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები უახლოეს მომავალში სასამართლოს მიმართავენ, რომელიც მორჩილია ბიძინა ივანიშვილის. მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ბიძინა ივანიშვილმა გადაკვეთა რუბიკონი როგორც პოლიტპატიმართან მიმართებაში დიდი ხანია, და თვეების განმავლობაში ის არაადამიანური მოპყრობა, რომელიც ხორციელდება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ამის შედეგია ის, რა მდგომარეობაშიც არის მისი ჯანმრთელობა. 

დღე თუ ივანიშვილი და მისი მართული სასამართლო რუბიკონს გადალახავს მიხეილ სააკაშვილის როგორც მძიმე მდგომარეობაში მყოფის წინააღმდეგ, ვერაფერი ამ ქვეყანაში ძველებურად ვეღარ იქნება. როდესაც დაცვის მხარე სარჩელს შეიტანს სასამართლოში დასაბუთებულად, რომ ერთადერთი გზა არის გადაყვანა საზღვარგარეთ და მოსამართლე ჩაქუჩს აიღებს და იტყვის, რომ მიუხედავად იმისა, აქ რაც წერია, მიხეილ სააკაშვილი უნდა დარჩეს საქართველოში, ვერაფერი ძველებურად ვერ გაგრძელდება.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სიცოცხლე და ტყვეობა რომ ივანიშვილს არ აინტერესებს დიდი ხანია, ვიცით, მაგრამ მას საკუთარი მდგომარეობა მაინც უნდა აინტერესებდეს. 

დანარჩენი იქნება ქართულ საზოგადოებაზე დამოკიდებული, საერთაშორისო საზოგადოებაზე და პირველ რიგში "ნაციონალურ მოძრაობაზე", ვერაფერი ძველებურად ვერ გაგრძელდება, თუ რას ვგულისხმობ ამ სიტყვების უკან, მოვა შესაბამისი კონკრეტული დღეები და ყველა ვიხილავთ", - განაცხადა ნიკა მელიამ.  

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები