მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში ყატარი ეკვადორთან დამარცხდა

დღეს მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, გრანდიოზული გახსნის ცერემონიის შემდეგ, ჩემპიონატის მასპინძელი ყატარი ეკვადორს “ალ ბაითის” სტადიონზე დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

ეკვადორელებმა თამაში ძალიან აქტიურად დაიწყეს და მე-3 წუთზე ენერ ვალენსიამ გოლი გაიტანა, თუმცა ვიდეო რეფერიმ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გატანილი გოლი გაუქმდა.

შეხვედრის მე-16 წუთზე ანგარიში თერთმეტმეტრიანით ენერ ვალენსიამ გახსნა.

ეკვადორმა პირველივე ტაიმში შეძლო კომფორტული უპირატესობის მოპოვება და ანხელო პრესიადოს ჩაწოდების შემდეგ, ენერ ვალენსიამ თავური დარტყმით დუბლი გაიფორმა.

ამის შემდეგ ანგარიში არ შეცვლილა, ყატარელებმა ძალიან სუსტი თამაში აჩვენეს და შეიძლება ითქვას, რომ ეკვადორელებმა მუნდიალის პირველი მატჩი დამსახურებულად მოიგეს.

პირველ სათამაშო დღეს მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩატარდა. ხვალ კი ფეხბურთის გულშემატკივარს სამი თამაში ელოდება: თბილისის დროით 17:00 საათზე ინგლისი-ირანი; 19:00 საათზე სენეგალი-ნიდერლანდები და 23:00 საათზე აშშ-უელსი;