საპარლამენტო დელეგაციამ უელსში შეხვედრები გამართა

საპარლამენტო დელეგაცია  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ვიზიტით უელსში იმყოფებოდა.
 
დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე;  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი ჭიჭინაძე და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით კაჭარავა იყვნენ.
 
გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა უელსის სენატის თავმჯდომარის მოადგილესთან დევიდ რისთან და სენატის ახალგაზრდობის და განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან ჯეინ ბრაიანტთან.
 
შეხვედრებზე საუბარი 2015 წელს, საქართველოსა და უელსის პარლამენტებს შორის დამყარებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების და სხვადასხვა მიმართულებით მათ შორის, განათლების, ახალგაზრდობის, კულტურისა და ჯანდაცვის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.
 
დელეგაციის წევრები უელსის მთავრობის იუსტიციისა და კონსტიტუციის მინისტრს მიკ ანტონივს შეხვდნენ  სადაც განიხილეს უელსში მიმდინარე პროცესები და სამართლებრივი რეფორმა, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია, მისი გავლენა ბრიტანულ პოლიტიკაზე და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
 
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში უელსის წარმომადგენლებთან, თემთა პალატის წევრებთან,  ჯესიკა მორდენთან და კევინ ბრენანთან.
 
"შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები და ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობები. კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების და ეკონომიკური რეფორმების კუთხით არსებულ ვითარებაზე.  შეხვედრაზე დაინტერესდნენ აზერბაიჯანი-სომხეთის კონფლიქტში საქართველოს მედიატორის როლთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
 
დელეგაციის წევრის ზაზა ლომინაძის ინიციატივით, საპარლამენტო დელეგაციის წევრები დაძმობილებული ქალაქების - ნიუპორტისა და ქუთაისის ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ,  სადაც ორ ქალაქს შორის დაგეგმილი, კულტურული და სპორტული პროექტები; ასევე, ქართველი სტუდენტების დაფინანსებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
 
უელსში ვიზიტის ფარგლებში, დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და დელეგაციის წევრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც იმ საჭიროებებზე  ისაუბრეს, რომლებიც დიასპორას გააჩნია და განიხილეს პროექტები, რომლებიც ქართული კულტურის უკეთ წარმოსაჩენად, დიასპორის წარმომადგენლებმა შეიძლება განახორციელონ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები