ნიკა მელია - თუ არ იქნება გადაყვანის გადაწყვეტილება მიღებული მოსამართლის მიერ, ეს იქნება სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილების გამოტანა

თუ არ იქნება გადაყვანის გადაწყვეტილება მიღებული  მოსამართლის მიერ, ეს იქნება სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილების გამოტანა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, არავინ აპირებს შეეგუოს მიხეილ სააკაშვილის ნელ სიკვდილს.   

"პარადოქსია, რომ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის გადაყვანა და მისთვის სასჯელის გადავადება. 

არ მგონია, ვინმე შეეგუოს იმ ცინიზმს, რომელიც მოსამართლემ უნდა გააცნოს საზოგადოებას, თქვას, რომ მე გამომაქვს განაჩენი, რომელიც ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის ნელ სიკვდილს, დროში გაწელილს, იქნება ეს "ვივამედში“, თუ რუსთავის ციხეში. ეს გადაწყვეტილება თუ არ იქნება გადაყვანა და იქნება ნებისმიერი სხვა ტიპის, ეს იქნება მოსამართლის მიერ სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილების გამოტანა“,- განაცხადა მელიამ. მისი თქმით, ერთი წლის წინ ამ საკითხს არ ჰქონდა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ისეთი მხარდაჭერა, როგორიც დღეს აქვს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები