ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შემდეგ დოკუმენტებს ხელი არ მოაწერა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი არ მოაწერა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შემდეგ დეკლარაციასა და სომხეთის დასახმარებლად ერთობლივი ზომების შესახებ დოკუმენტს. 

ფაშინიანის თქმით, აღნიშნული პროექტები "საკმარისად დამუშავებული არ არის და არსებული სახით, მზად არ არის, ამ დოკუმენტებს ხელი მოაწეროს“.

პრემიერმა ხელმოწერაზე უარიც განმარტა და აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა მკაფიო პოლიტიკური შეფასება არ მისცეს აზერბაიჯანის „აგრესიას“.

სამიტზე გამოსვლისას ფაშინიანმა ორგანიზაციას მოუწოდა, პოლიტიკური შეფასება მისცეს აზერბაიჯანის ქმედებებს სომხეთის წინააღმდეგ, რომელსაც ის აგრესიად მიიჩნევს. მისი თქმით, მოკავშირეებმა აზერბაიჯანისგან უნდა მოითხოვონ ჯარების გაყვანა სომხეთის ტერიტორიის მათ მიერ ოკუპირებული ნაწილიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში „ეს შეიძლება ნიშნავდეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მოკავშირეობის ვალდებულებებზე უარს“.

სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სექტემბერში სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკებების შედეგად აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ნაწილი დაიკავეს. ბაქო ამას უარყოფს და აღნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის საზღვრები არ არის დემარკირებული.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა სამიტის შედეგების კომენტირებისას განაცხადა, რომ სომხეთის ორგანიზაციიდან გასვლაზე გამორიცხულია.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ბელორუსი შედიან.