ლევან ხაბეიშვილი - ხელს ჩავჭიდებ ყველას, ნიკას მომხრეს, ნიკას, ამ პროცესსაც გავივლით და გაძლიერებულები გამოვალთ

ბავშვებს გეფიცები, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პარტიის გაძლიერება, ხელს ჩავჭიდებ ყველას, ნიკას მომხრეს, ნიკას,  ამ პროცესსაც გავივლით და გაძლიერებულები გამოვალთ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, პარტიას გაძლიერება სჭირდება და დასაკარგი ადამიანები არ ჰყავთ. 

"ამ ადამიანებს ჭირდებათ იმის განცდა, რომ ჩვენ ერთად ვაპირებთ რუსი ოლიგარქის დამარცხებას,  ჩვენი მომხრეები, რომლებიც გამოწრთობილები არიან ამ წლების განმავლობაში უსამართლობასთან ბრძოლაში, არიან ძალიან მხნედ, ოღონდ ჭირდებათ კომუნიკაცია, ჭირდებათ გეგმა, სტრატეგია, იმედი, ჭირდებათ ის რომ ჩვენ ადგილებზე მათთან ერთად ვიმუშაოთ, ჩვენ მათთან ერთად დავამარცხებთ რუს ოლიგარქს. არანაირი დაყოფის ფუფუნება არ გვაქვს, რომ სადმე, ვინმე ერთი ადამიანიც კი დავკარგოთ და ვინმეზე ვთქვათ, რომ მე თუ გავიმარჯვებ, იმას გავაგდებ, მე თუ ვიქნები, ის აღარ იქნება. ყველა ყველგან იქნება, ყველა ყველგან ვიქნებით, ჩავჭიდებთ ერთმანეთს ხელს და დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ. ეს არის ერთადერთი ფორმულა, არანაირი „ამისტი“, „იმისტი“ არ იქნება, ბავშვებს გეფიცები, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პარტიის გაძლიერება, ხელს ჩავჭიდებ ყველას, ნიკას მომხრეს, ნიკას,  ამ პროცესსაც გავივლით და გაძლიერებულები გამოვალთ. გაძლიერებულები და კიდევ უფრო მეტად აქტიურები გამოვალთ, ამაში ვარ დარწმუნებული. გამორიცხულია ჩემი მხრიდან ვინმეს შეურაცხყოფა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები