"არა 100 ათასი" - პოდოლიაკი რუსეთთან ომში უკრაინის დანაკარგებს ასახელებს

უკრაინის არმიის ზარალი რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის შედეგად 13 ათასს შეადგენს, -  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

"უდავოდ, ქალბატონი ურსულა (ევროკომისიის ხელმძღვანელი) შეცდა, ეს აშკარაა, ამიტომ წაშალეს ეს ვიდეო, ამოიღეს ეს ციფრები. გვაქვს გენერალური შტაბის ოფიციალური მონაცემები, რასაც უმაღლესი მთავარსარდალი ახმოვანებს. 10-დან 12,5-13 ათასამდე დაღუპულია, დიახ, მეტი დანაკარგი გვაქვს დაჭრილების მხრივ", - განაცხადა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, გაცილებით მეტია დანაკარგი მშვიდობიან მოსახლეობას შორის. 

"სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე ვამბობთ, რომ რუსეთი არ იბრძვის სამხედროების წინააღმდეგ - ის აქ ომს აგებს, ის ებრძვის მშვიდობიან მოსახლეობას", - განაცხადა პოდოლიაკმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთთან ომში 100 ათასი სამხედრო და 20 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა, თუმცა მოგვიანებით ევროკომისიის ვებგვერდზე ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადების ტექსტი დარედაქტირდა. კერძოდ, ტექსტიდან ამოიღეს სამოქალაქო პირებისა და სამხედროების დანაკარგის შესახებ მონაცემები, ურსულა ფონ დერ ლაიენის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე კი ვიდეომიმართვის ახალი ვერსია დაიდო.

მოგვიანებით ტექსტში ცვლილებასთან დაკავშირებით, ევროკომისიაში განმარტება გააკეთეს. როგორც ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილემ დანა სპინანტმა აღნიშნა, ურსულა ფონ დერ ლაიენის თადაპირველი მიმართვა შეიცავდა უზუსტობებს ციფრებში.

მისი განმარტებით, უკრაინის დანაკარგის შესახებ მოყვანილი მონაცემი გულისხმობდა მოკლულსა და დაჭრილ უკრაინელ სამხედროებს.

"მადლობა მათ, ვინც მიუთითა უზუსტობაზე ვიდეოს წინა ვერსიაში ციფრებთან დაკავშირებით. გამოყენებული შეფასება გარე წყაროებიდან ეხებოდა როგორც მოკლულებს, ისე დაშავებულებს და მიმართული იყო რუსეთის სისასტიკის საჩვენებლად“, – განაცხადა დანა სპინანტმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები