პოდოლიაკი - ATACMS-ის უკრაინისთვის გადაცემის საკითხს ორი ადამიანი წყვეტს

ATACMS რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ ორ ადამიანს შეუძლია გამოაცხადოს - უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს - ვოლოდიმირ ზელენსკის და ჯო ბაიდენს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

"ორი ადამიანია, რომლებიც აუცილებლად გამოაცხადებენ ATACMS-ის შესახებ და შემდეგ ისინი იქნებიან უკრაინაში. ესენი არიან ბატონი ზელენსკი და ბატონი ბაიდენი", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ყველა დანარჩენს შეუძლია მხოლოდ ვარიანტების გამოთქმა.

”მე ვერ ვხედავ ვერც ერთ ვარიანტს, სადაც არ არის ATACMS უკრაინაში. მაგრამ საკითხს, როდის და რა რაოდენობით იქნება ისინი და იქნება თუ არა საერთოდ, გადაწყვეტს ორი ადამიანი - ზელენსკი და ბაიდენი”, - განაცხადა პოდოლიაკმა.

დასავლური მედიის ცნობით, ჯო ბაიდენი დაჰპირდა უკრაინას ATACMS-ის რაკეტების მცირე პარტიას, მაგრამ როდის გამოცხადდება ეს და როდის ჩავა რაკეტები უკრაინაში, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები