პოდოლიაკი - არ შეიძლება სხვისი ტერიტორიებით ვაჭრობა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის გეშინია ან იმიტომ, რომ კრიმინალებთან მეგობრობ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი "ფანტასტიკურ კრიმინალურ ლოგიკას" იყენებს და "რუსეთის აგრესიულ ომებს" ამართლებს.

"სწორედ დასავლელი ლიდერების მიერ პუტინის კრიმინალური გეგმების წახალისებამ, 2008 წელს (როდესაც რუსეთის ფედერაცია საქართველოში შეიჭრა) და განსაკუთრებით 2014 წელს, ხელი შეუწყო ევროპაში ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებასა და უკრაინელების მასობრივ მკვლელობას. სარკოზის მხრიდან წახალისება არის პირდაპირი თანამონაწილეობა მრავალწლიან დანაშაულში", - წერს პოდოლიაკი.

პოდოლიაკმა მოუწოდა სარკოზის, არ წაახალისოს რუსეთის ფედერაცია "მიწის მშვიდობის სანაცვლოდ" შეთავაზებით.

"არ შეიძლება სხვისი ტერიტორიებით ვაჭრობა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის გეშინია ან იმიტომ, რომ კრიმინალებთან მეგობრობ. ყირიმისა და დონბასის ტერიტორიები უკრაინის უპირობო ტერიტორიებია და ამიტომ ომის რეალურად შეჩერების ერთადერთი გზა ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართლის დაბრუნებაა. ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს – რუსეთმა უნდა წააგოს. უნდა იყოს ნაკლები პროვოკაცია, ნაკლები საკამათო განცხადებები და ნაკლები წახალისება დანაშაულის ჩადენისთვის.

2023 წელს დაუშვებელია "სარკოზის გამოცდილების“ გამეორება, რომელიც მიზანმიმართულად მონაწილეობდა დანაშაულებრივ შეთქმულებაში რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დაკავებისა და შემდგომში ფართომასშტაბიანი გენოციდისა და ომის ორგანიზებისთვის”, - წერს პოდოლიაკი.

სარკოზი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის შესაჩერებლად ერთადერთი გზა დიპლომატიაზე გადის. მისივე აზრით, "გაუგებრობების მიუხედავად, ევროპასა და რუსეთს ერთმანეთი სჭირდებათ“.

მსგავსი სიახლეები