შალვა ხაჭაპურიძე - ეს ადამიანი ასე ცუდად არ მინახავს, ძალიან ცუდი სიტუაციაა

ეს ადამიანი ასე ცუდად არ მინახავს, ძალიან ცუდი სიტუაციაა, -  ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედიდან“ გამოსვლის შემდეგ  განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა ტოქსიკოლოზიური ექსპერტიზის ჩატარებას და  ნიმუშებიც აუღეს. 

"ეს ადამიანი ასე ცუდად არ მინახავს, ძალიან ცუდად იყო, კოშმარი იყო სრული.  ვერ დადის,  ილია მიეხმარა, რაღაც ოდნავ მაინც წამომჯდარიყო, ძალიან ცუდი სიტუაციაა. 

დათანხმდა ექსპერტიის ჩატარებას, ჩვენ არც არასდროს ვიყავით ამის  წინააღმდეგი, ერთადერთი,  მოვითხოვეთ, რომ ექსპერტიზის ჩატარებას დაესწრონ ჩვენი ექსპერტები“, - განაცხადა შალვა  ხაჭაპურიძემ

რაც შეეხება აქციას, ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილის მოთხოვნაა, არ გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები. 

"აქციასთან დაკავშირებით, თუ ადამიანებს უნდათ, რომ თანაგრძნობა გამოხატონ, ამის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ კატეგორიული წინაღმდეგია რაიმე პოლიტიკური განცხადებების, რაიმე ექსცესების“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.  

რაც შეეხება მოსამართლის აცილების საკითხს, ადვოკატის თქმით, მას მოსამართლის აცილება არ მოუთხოვია.

"არველაძესთან დაკავშირეებით თქვა, რომ არ არის წინააღმდეგი.  თქვა, რომ აცილება არ უნდა დავუყენოთ, რადგან ეს გამოიწვევს კიდევ დროის დაკარგვას, რადგან მას დრო აღარ აქვს, რადგან შეიძლება მოკვდეს, უბრალოდ“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები