ალექსანდრე რაქვიაშვილი - პოლიტიკური ნიშნით დანიშვნა-გათავისუფლების შემთხვევები სულ იყო, მაგრამ ამის შესახებ ასე ღიად განცხადება ცოტა უცნაურია

მიკერძოება და პოლიტიკური ნიშნით დანიშვნა-გათავისუფლების შემთხვევები ჩვენს ქვეყანაში სულ იყო, მაგრამ ამის შესახებ ასე ღიად განცხადება ცოტა უცნაურია, - ამის შესახებ Front News-ს "გირჩის" დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვოლსკის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. 

ალექსანდრე რაქციაშვილის თქმით, ოჯახის წევრის პოლიტიკური საქმიანობის გამო ადამიანის უფლება საქართველოში კანონით  არ იზღუდება.

"მიკერძოება და პოლიტიკური ნიშნით დანიშვნა-გათავისუფლების შემთხვევები ჩვენს ქვეყანაში სულ იყო, მაგრამ ამის შესახებ ასე ღიად განცხადება ცოტა უცნაურია. 

ეჭვი მეპარება, რომ სადმე კანონში ეწეროს, რომ შენი ქმარი, ან ცოლი თუ ოპოზიციონერია, შენ რამე უფლებებში იზღუდები. კონკრეტული ადამიანის მიმართ თუ არის ეჭვი, ეს გასაგებია, მაგრამ იმის გამო, რომ მისი ოჯახის წევრი რაღაც პოლიტიკურ პოზიციას იკავებს, ამის გამო რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებები შეზღუდული არ უნდა  იყოს“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციონერი ზურაბ ჯაფარიძის მეუღლის გათავისუფლების სამსახურიდან შესახებ აღნიშნა, რომ ოპოზიციონერის მეუღლე არ უნდა მუშაობდეს ისეთ უწყებაში,  სადაც საიდუმლო ინფორმაციაზე აქვს წვდომა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები