გიორგი ვაშაძე - შოკისმომგვრელია ამერიკელი ექსპერტების დასკვნა, რომელიც მიანიშნებს მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საკითხზე

შოკისმომგვრელია ამერიკელი ექსპერტების დასკვნა, რომელიც მიანიშნებს მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საკითხზე, -  ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, სწრაფად უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.  

"შოკისმომგვრელია ეს ინფორმაცია,  ამერიკელი ექსპერტების დასკვნა, რომელიც მიანიშნებს  მიხეილ სააკაშვილი მოწამვლის საკითხზე.  ამ დასკვნით ეცემა პასუხი იმ კითხვებს, რაც ჩვენ  მთელი ამ ხნის მანძილზე გვქონდა, თუ რატომ მოხდა ჯანმრთელობის მდგომარეობის ასეთი გაუარესება.  ვფიქრობ,  ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მაქსიმალური მობილიზება უნდა მოხდეს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.  

როგორც ჩანს, მას ძალიან სერიოზული მკურნალობა სჭირდება, იმედი მაქვს ეს დაზიანება არ იქნება იმ ხარისხის, რომ მის ჯანმრთელობაზე გრძელვადიანად იმოქმედოს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

მისი თქმით, „ალდე“, რომლის კონფერენციაზე  ბრატისლავაში იმყოფება, ხვალ მიიღებს საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციას, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის საკითხიც შევა. 

"ამ რეზოლუციის ნაწილი იქნება მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას თემა.  ჩვენს მიერ ინიცირებულ რეზოლუციაში იქნება ახალი მიდგომები იმ ადამიანებთან მიმართებით, ვინც სისტემატურად არღვევს კანონს და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას“, -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.  ამერიკელი ექსპერტის დასკვნაში აღნიშნულია,  რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია ისეთი მძიმე ნივთიერებები, როგორიცაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები