"ქართული ოცნების" ოფისთან ხვალ, 15:00 საათზე დაგეგმილ აქციას ექიმებიც უერთდებიან.
როგორც ექიმი ლევან ფერაძე სოციალურ ქსელში წერს, მედიკოსები კოლმეურნეობის მოედანზე შეიკრიბებიან, საიდანაც "ოცნების" ოფისისკენ გაემართებიან.
"კოლეგებო, ხვალ, 14 სთ.20 წთ-ზე, ვიკრიბებით კოლმეურნეობის მოედანზე, საიდანაც გადავინაცვლებთ "ოცნების" ოფისთან. გთხოვთ ექიმებსა და ზოგადად მედპერსონალს, ვისაც გული შეგტკივათ სააკაშვილის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე, აუცილებლად მობრძანდეთ.
უმორჩილესი თხოვნაა, ეს პოსტი მაქსიმალურად გააზიაროთ", - წერს ექიმი ლევან ფერაძე.