გიგი უგულავა - ნაბიჯები, რომელსაც ახლა "ნაციონალური მოძრაობა" დგამს, სახიფათო და მტკივნეული, მაგრამ აუცილებელია

ნაბიჯები, რომელსაც ახლა "ნაციონალური მოძრაობა" დგამს, სახიფათო და  მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯებია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა. უგულავას თქმით, მისთვის გაუგებარია „ერთი კაცის პარტიების“ წარმომადგენლების ქილიკი ისეთ საკითხზე, რაც პარტიის შიდა დემოკრატიას უკავშირდება. 

"საკითხს ასე არ დავაყენებ,  იყო თუ არა ახლა ამის დრო. რადგან მოვლენა ხდება, ესე იგი ამის დრო არის. დრო რომ არ იყოს,  არც მოხდებოდა. ამ პროცესს არ ვუყურებ ისე, როგორც უყურებენ სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც რატომღაც გადაწყვიტეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნების კომენტატორები გახდნენ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალიან დიდი პარტია, შესაბამისად,  მასში ბევრი და განსხვავებული ადამიანია. საერთოდ, უნდა გვესმოდეს ისიც, რომ ვერანაირ კოალიციას ვერ შევქმნით,  თუ პარტიის შიგნით არ გავაძლიერეთ დემოკრატია. პარტიის შიდა დემოკრატია არის საფუძველი კოალიციის და საპარლამენტო რესპუბლიკის. ამიტომ ეს ნაბიჯები, რომელსაც ახლა "ნაციონალური მოძრაობა" დგამს, სახიფათო და   მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯებია. სხვა შემთხვევაში კრიზისი როგორ უნდა დაიძლიოს? ჩემთვის გაუგებარია სხვა მომცრო პარტიების ქილიკი ამ თემაზე, მათ შიდა არჩევნები საერთოდ არც ჩაუტარებიათ და 10 და 20 წელი ჰყავთ თავმჯდომარე შეუცვლელად, ერთი კაცის პარტიებია. 

არჩევნების შედეგები ჯერჯერობით პროგნოზირებადი არ არის და ეს იმას ნიშნავს, რომ საინტერესო და კონკურენტულია.  ყველა პარტიას მინდა მოვუწოდო, რომ შიდა არჩევნებსა და შიდა დემოკრატიაზე არ იქირქილოს“, - განაცხადა გიგი უგულავამ. 

მისი თქმით, რადგანაც ჯერ დემოკრატიული პროცესების დიდი გამოცდილება არ გვაქვს, საფრთხე პარტიის გახლეჩის რეალურია, რასაც შესაძლოა, საგანგაშე შედეგები მოყვეს. 

"თუ დაიშალა მთავარი ოპოზიციური პარტია, მერე ყველანაირ კონსტრუქციას ააშენებს ხელოვნური ოპოზიციის სახით, იმდენი ფული და შესაძლებლობები აქვს ბიძინა ივანიშვილს, ამიტომ "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა არ შეიძლება. ამის საფრთხე რა თქმა უნდა არის, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ მოზღვავებულ ემოციებს, ვხედავთ კონფლიქტებს, მათ შორის სამწუხაროდ, ფიზიკურსაც“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები