გიორგი ვაშაძე - როგორ შეიძლება, ამ მშიშარა და ერის მოღალატეებმა მოქალაქეობა წაართვან გმირებს და პატრიოტებს?

მდინარაძე ფაქტობრივად დაემუქრა ჩვენს მებრძოლ გმირებს, რომ მათ შეიძლება, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგონ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, "ქართული ოცნება" ცდილობს მებრძოლების დაშანტაჟებას და სინამდვილეში ამ მუქარის განხორციელებას ვერ შეძლებს. 

"მდინარაძემ კიდევ ერთი დანაშაულებრივი განცხადება გააკეთა. ის ფაქტობრივად დაემუქრა ჩვენს მებრძოლ გმირებს, რომ მათ შეიძლება, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგონ. 

კანონმდებლობის თანახმად, ჩვენ ვართ კონვენციის წევრი და მოქალაქეობის არმქონე პირად ვერავის ვერ დატოვებს საქართველო, ეს არის ტყუილი. 

მეორე, როგორ შეიძლება, ამ მშიშარა და ერის მოღალატეებმა  მოქალაქეობა წაართვან გმირებს და პატრიოტებს? მდინარაძესაც და "ოცნებასაც“ ვეუბნები, ვერ გაბედავთ და არ გაბედოთ ეს ქმედება, პირდაპირ გეუბნებით! ნუ აშინებთ, ნუ აშანტაჟებთ და ნუ ავლენთ მოღალატეობრივ ქმედებებს!“ - განაცხადა  გიორგი ვაშაძემ.

"ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, უკრაინის შეირაღებულ ძალებში  ჩარიცხვა შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი გახდეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები