ნუგზარ წიკლაური - პეტრე ცისკარიშვილს შეეზღუდა შესაძლებლობა, განკარგოს ფინანსური რესურსები, სანამ იქნება საარჩევნო კამპანია

პეტრე ცისკარიშვილს საარჩევნო კამპანიის დროს პარტიის ფინანსების განსაზღვრა შეეზღუდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტსაბჭოზე გადაწყვეტილებები ერთსულოვნად იქნა მიღებული.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, ახლა პარტიას აქვს სრული შესაძლებლობა, რომ  არჩევნები ჩატარდეს მშვიდ ვითარებაში ისე, რომ ამომრჩევლის ნება სრულად იყოს გათვალისწინებული.

ამასთან, წიკლაურის თქმით, საარჩევნო კამპანიის დროს პეტრე ცისკარიშვილს პარტიის ფინანსების განსაზღვრა შეეზღუდა.

"მთელი პარტიული, ფინანსური, ეკონომიკური რესურსი, რომელიც განიკარგებოდა პარტიის გენერალური მდივნის ბატონი პეტრე ცისკარიშვილის მიერ, ამიერიდან იქნება შეჩერებული. ბატონ პეტრეს შეეზღუდა შესაძლებლობა, რომ განკარგოს ეს ფინანსური რესურსები, სანამ იქნება საარჩევნო კამპანია, როგორც გენერალურ მდივანს. იმიტომ რომ, ჩვენ ვართ წარმომადგენლები სხვადასხვა, თუ შეიძლება ასე ითქვას, სხვადასხვა მხარის, სხვადასხვა პოზიციები გვაქვს", - განაცხადა წიკლაურმა. 

მისივე თქმით, პარტიის ფინანსების განკარგვა სავარაუდოდ, პარტიის პოლიტსაბჭოს ერთ-ერთ წევრს ჩაბარდება, რომლის ვინაობა მალე გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები