ნუგზარ წიკლაური - ჩემი პოლიტიკური ცხოვრება ამიერიდან აღარ უკავშირდება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"

ნუგზარ წიკლაური "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს.

"ჩვენ ვნახეთ ის ვითარება, რაც უძღოდა ამ ამბებს. მთელი 9 თვის განმავლობაში, გულწრფელად ვამბობ, ყველანაირად ვცდილობდი, რომ არ მომხდარიყო იმ ღირებულებების, დემოკრატიული ფასეულობების დევალვაცია, რაც იყო დაკავშირებული "ნაციონალურ მოძრაობასთან".

კიდევ ერთხელ ვამბობ, მას შემდეგ, რაც უარყო ამ პოლიტიკურ პარტიაში მმართველობამ საკუთარი პოლიტიკური საბჭო, საკუთარი წარსული, საკუთარი ისტორია, მას შემდეგ, რაც უარყო ათი ათასობით საკუთარი ამომრჩევლის, პოლიტიკური პარტიის წევრის პოზიცია, ამის შემდეგაც ვერ შეისმინა ვერაფერი ახალმა მმართველობამ, ამიტომ  ვფიქრობ, რომ იქ აღარ დარჩა სიმართლე. ამიტომ ჩემი პოლიტიკური ცხოვრება ამიერიდან აღარ უკავშირდება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც დავაფუძნებთ, პასუხობდეს მთავარს. სახელწოდებაზე მიმდინარეობს საუბარი. დამფუძნებელი ყრილობა, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში იქნება" - განაცხადა წიკლაურმა "პალიტრანიუსის" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები