კრიშტიანუ რონალდუ - ოცნება კარგი იყო სანამ გრძელდებოდა

თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან გავარდნას ეხმაურება.

“პორტუგალიისთვის მსოფლიო ჩემპიონობა ჩემი კარიერის ყველაზე დიდი და ამბიციური ოცნება იყო. საბედნიეროდ, ბევრი საერთაშორისო ტიტული მოვიგე, მათ შორის ეროვნულ ნაკრებთან ერთადაც,  მაგრამ ჩემი ქვეყნის სახელის უმაღლეს მწვერვალზე დაყენება ჩემი უდიდესი ოცნება იყო.
ამისათვის ვიბრძოლე. იმ ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ბოლო თექვსმეტ წელიწადში ვითამაშე ყოველთვის დიდებული ფეხბურთელების გვერდით მიწევდა ასპარეზობა, ჩვენი გულშემატკივრებისთვის ყველაფერი გავიღე, ეს ყველაფერი მოედანზე დარჩა. არასდროს დავნებებულვარ ამ ოცნებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, გუშინ ოცნება დასრულდა.

მინდა ყველამ იცოდეს, ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა, ბევრი იყო სპეკულაცია, მაგრამ ჩემი თავდადება პორტუგალიის მიმართ არცერთი წამით არ შეცვლილა. მე ყოველთვის ვიყავი ერთი და არასოდეს შევაქცევდი ზურგს ჩემს კოლეგებს და ჩემს ქვეყანას.

ახლა კი ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი. მადლობა პორტუგალიას, მადლობა ყატარს. ოცნება კარგი იყო სანამ გრძელდებოდა…” - წერს კრიშტიანუ რონალდუ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალია მსოფლიო ჩემპიონატს 1/4 ფინალიდან გამოეთიშა, დიდი ალბათობით ეს 37 წლის კრიშტიანუ რონალდუსთვის უკანასკნელი მუნდიალი იყო.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი