“ალ ნაასრი" - კეთილი იყოს შენი მობრძანება ახალ სახლში კრიშტიანუ

კრიშტიანუ რონალდუ “ალ ნასრის” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა.

“ალ ნასრის” ოფიციალური გვერდი იტყობინება, რომ კლუბსა და კრიშტიანუ რონალდუს შორის შეთანხმება შედგა.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა არაბულ გუნდთან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

“ეს მეტია, ვიდრე ისტორიის შექმნა, ესაა ის, რაც შთააგონებს არა მხოლოდ ჩვენს კლუბს, არამედ მთელ ლიგას, მთელ ერს და მომავალ თაობებს. ეს ფაქტი დაეხმარება ბიჭებსა და გოგოებს, რომ გახდნენ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიები. კეთილი იყოს შენი მობრძანება ახალ სახლში კრიშტიანუ”, - აღნიშნულია “ალ ნაასრის” სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი